Skip to main content
CraftBox Logo
დახმარება

ხშირად დასმული კითხვები

მიწოდება, დამზადების ვადა, დაბრუნება, პერსონალიზაცია და გადახდა — ყველაფერი ერთ გვერდზე.

რა ღირს მიწოდება?

მიწოდება ხდება კურიერით მთელ საქართველოში. თბილისში მიწოდების საფასურია 5₾, რეგიონებში — 8₾. საფასური ჩანს გადახდისას და ემატება შეკვეთის ჯამს.

რამდენ ხანში მზადდება და მიდის შეკვეთა?

დამზადება: ზღაპრები — 2–7 სამუშაო დღე; ფაზლები, მაისურები და ჰუდები — 1–3 სამუშაო დღე. სხვა პროდუქტის ვადა შეკვეთამდე დააზუსტეთ. შაბათსა და კვირას დასვენებაა. კურიერის მიწოდების დრო ცალკე ემატება. დამზადების შემდეგ კურიერით მიწოდებას სჭირდება 1–3 სამუშაო დღე თბილისში (5₾) და 2–3 სამუშაო დღე რეგიონებში (8₾).

შესაძლებელია თუ არა პერსონალიზებული ნივთის დაბრუნება?

პერსონალიზებული (სახელით, ფოტოთი ან ინდივიდუალური დიზაინით დამზადებული) ნივთები, თავისი ბუნებით, დაბრუნებას არ ექვემდებარება. თუმცა, ქარხნული წუნის ან ჩვენი შეცდომის შემთხვევაში, ნივთს უფასოდ ვცვლით ან ვასწორებთ — მოგვწერეთ მიღებიდან 48 საათში.

როგორ ხდება პერსონალიზაცია?

აირჩიეთ პროდუქტი და მიუთითეთ მოთხოვნილი სახელი, ფოტო ან ტექსტი. დამზადებამდე შეათანხმეთ პერსონალიზაციის დეტალები და მაკეტის წინასწარ ნახვის საჭიროება.

როგორ შემიძლია გადახდა?

გადახდა შეგიძლიათ საბანკო გადარიცხვით. გადახდის ინსტრუქცია ჩანს შეკვეთის გაფორმებისას. ონლაინ ბარათით გადახდა ამჟამად მიუწვდომელია. ფასები და გადახდა მოცემულია ლარში (₾).

როგორ დაგიკავშირდეთ?

დაგვიკავშირდით: info@craftbox.ge · +995 557 23 42 22 · Messenger m.me/Craftboxgeorgia. სამუშაო საათები: ორშ–პარ: 10:00–19:00 | შაბ–კვირა: დასვენება.

დამატებითი კითხვები? დაგვიკავშირდით ან იხილეთ მომსახურების პირობები.